Saturday, December 15, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:    
     ქროსტეშობა და "ალილო"
პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:
როგორ აისახა ქრისტეშობის დგესასწაულით გამოწვეული ემოცია ხელოვნების თითქმის ყველა დარგში და განსაკუთრებით მუსიკაში.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი მოსწვლეებს გაუღრმავებს მუსიკის, მხატვრობის და რელიგიისადმი ინტერესს, მასთან დაკავშირებული ხელოვნების ნიმუშებისადმი ინტერესს,  შეუწყობს ხელს აღქმის განვითარებას, ეპოქების  ამოცნობას, განსხვავებას, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული წყაროების გაცნობას და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
პროექტის მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა  ისტ-ის მეშვეობით მოიძიონ, ვიზუალურად ნახონ და მოისმინონ მსოფლიო  კლასიკური თუ ხალხური მუსიკის და ხელოვნების სხვადასხვა დარგების ის შედევრები, რომელიც შეიქმნა და დღემდე იქმნება ქრისტეშობით გამოწვეული ემოციის ფონზე.  .გამოუმუშავდეთ უნარი,  ერთმანეთს შეადარონ, განასხვავონ, გამოიცნონ, ამოიცნონ და პარალელები გაავლონ ამ ნიმუშების ავტორთა შემოქმედებებს , პროფესიებს და ეპოქებს შორის.
მონაწილეთა ასაკი:
10-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
3-4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის შედეგად მოსწავლეები  შეეცდებიან შექმნან სიმღერა, დახატონ, გამოძერწონ, მოაწყონ გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით შეიძინონ წამახალისებელი პრიზები. ისტ-ის გამოყენებით შექმნან ფოტო, ვიდეო, აუდიო ალბომები და გამოაქვეყნონ ბლოგზე. გაუღვივდებათ ინტერესი ზოგადად ახალი პროექტის შექმნისა, აღეძრებათ სურვილი,  მონაწილეობა  მიიღონ  კონცერტებსა და პრეზენტაციებში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,ფორმატი, ფანქარი, პლასტელინი, საღებავი, ფუნჯი, საჭირო ლიტერატურა, ფორტეპიანო.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-ხდება შესწავლა და მიმოხილვა ამა თუ იმ ქვეყნის  პტარ-პატარა ისტორიული მოვლენების.
მუსიკა-ეცნობიან ამ თემაზე შექმნილ კლასიკური და ხალხური მუსიკის ნიმუშებს
უცხო ენა- უცხო ენაზე მოიძიებენ ინფორმაციას
ელოვნება-ხელოვნების სხვადასხვა დარგების დაკავშირებით ახდენენ სინთეზს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ელისო ბრეგვაძე
ხელმძღვანელის ელფოსტა:
elisobregvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
elisobregvadze.blogspot.com